ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით, 18-23 მაისს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის განახორციელებს პროექტს – TourMODE. პროექტი გულისხმობს ტურისტული სააგენტოს მოდელირებას.
პროექტის მიზანია:
▶ რატომ?
ეს პროექტი არის განსაკუთრებული შანსი:
✅ შექმნა საკუთარი სააგენტოს მოდელი;
✅ დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და შემდგომ განვითარებაზე.
✅ მიიღო პრაქტიკული ცოდნა ტურისტული ბიზნესის წარმატებულად წარმართვაში.
✅ გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები.
✅ შეიძინო/გაიუმჯობესო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: გუნდური მუშაობა, პრეზენტაბელურობა, პრეზენტაციის აწყობა/დამუშავება და სხვა.
▶ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს.
▶ როგორ?
პროექტში მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:
I ეტაპი: შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/Ob2x12
სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა: 7 მაისი
II ეტაპი: გასაუბრება
▶ როდის?
პროექტი TourMODE განხორციელდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – 18-19 მაისი (თბილისი)
II ეტაპი – 20-22 მაისი (დედოფლისწყარო)
ფინალი – 23 მაისი (თბილისი)
საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270)