ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
5 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული – 2016 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი – გამოვლინდება.
კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით – 10 000 ლარით დაჯილდოვდება.
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს წარდგენილი იყო 12 ქართული რომანი.
განსახილველი რომანების სრული სია
5 ივნისს კი, მათგან საუკეთესოს შეარჩევს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობა კონფიდენციალურია. ჟიურის წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ისტორია
ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე შვიდწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის.
პრემია 2014 წლამდე ხუთ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრემია მიიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“), 2011 წელს – ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა, ხოლო 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა (რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). 2015 წელს ილიაუნის პრემია გადაეცა ნანა ექვთიმიშვილს (რომანისათვის „მსხლების მინდორი“).
დრო: 5 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]