ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პიკნიკი არის ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველწლიურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოდგენა. ღონისძიების თანაორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია.
სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
ასევე, სამეცნიერო პიკნიკზე, პირველად საქართველოში, ილიაუნის ორგანიზებით ჩატარდა ყველაზე მასშტაბური რობოტების თამაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
➳ www.sciencepicnic.ge
➳ www.gameofrobots.ge